kids.ge logo

მომაკვდავის ფიქრები

ფავორიტებში დამატება
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!

ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუკი გამოზდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?

რა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!
მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!

თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება
ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,
მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს
და ის იქნება თვით უკვდავება,

თუკი იმედი მე საქაოს
გამყვა უკეთეს მომავალისა,
რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა
იქნება შემგნე თვისის ვალისა!

დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება
ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...
გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას
ხელს მომართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026