kids.ge logo

ლაზარე

ფავორიტებში დამატება

ფიფქებს დასდევს ლაზარე,
კისკისებს და ხალისობს.
ხელისგულზე რად დნები
თეთრო, რბილო ბალიშო?
ციდან დედამიწამდე
მანძილი ხომ გრძელია,
ხელისგულზე დაწექი,
ჩემი ნუ გეშინია,
დაისვენე ცოტახნით
დასდევს: -ჯიბე ავივსო,
შეგაგროვებთ სუყველას
მნათობებო ღამისო.
მაგრამ ნაზი ფიფქები
დნებიან და ქრებიან,
ლაზარე კი ტიტინებს: -
ჩემთან რად არ რჩებიან?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთვარეხომ გინახავს ცაზე ბურთი რომ დაგორავს, ირგვლივ კიდევ მოციმციმე ველია. შავ მინდორზე ყვავილები დაუყრიათ და ი...ბუნებახელუხლებელ ტოტებზე ხავსი. ქვებსაც მოედო მწვანე ხალიჩა. მუხა, კედარი, ვერხვი და სოჭი თვლემენ..... ღრუბლები...მხიარული ციფრებიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, რვას რომ ერთი მივუმატოთ რას მივიღებთ? ალბათ ცხრას. ცხრის ...ბებუკაბებოს წერილი მივწერე ლამაზ ბებუკას, ჭაღარას. მიყვარხარ ჩემო ბებუკა შენ ჩემი მზე ხარ ცხრათვალა. შენმა ნაქს...შემოდგომასექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ეს თვეები შემოდგომის თვეებია. არემარე მოკაზმულა მრავალ ფერში ალბათ ხვდები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026