kids.ge logo

ძმობა, ერთობა და სიყვარული

ფავორიტებში დამატება
მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

საერთშორისო მტკიცე კავშირი,
ეს არის ქრისტეს სწავლა და მცნება,
საყოველთაო, სამარადისო, -
და არ საწუთო სიზმარ-ოცნება.

ვისაც ესა სწამს წრფელის განზრახვით
და ჭეშმარიტად არს გამსჭვალული,
მას შეერგება ციურ მანანად
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ვინც გაძახის ცარიელ სიტყვებს
და გულში სულ სხვა აქვს დამარხული,
მაო არის მისი ნათქვამი:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

მთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის
ყოს წყელი... ის იყოს კრული,
ვინც მხოლოდ სიტყვით გაძახოდეს:
“ძმობა, ერთობა და სიყვარული”.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026