kids.ge logo

მხიარული წვიმა

ფავორიტებში დამატება

ციდან მოდის წკაპა-წკუპით
მხირული წვიმაო,
ფანჯრის მინას მოუყვება
წვეთი პაწაწინაო.
კანებს სველ მინაზე
პატარა ეშმაკუნა,
საცეკვაოდ მიხმობს გარეთ
თბილი წვიმა შხაპუნა.
ერთად ვცეკვავთ მე და წვიმა
დავიღლებით განაო?
დედამ მითხრა :ცხრათვალა მზემ
პირი დაბანაო.
მამღერა, გამახარა,
გულს ხალისი მომფინა.
ახლა ვხვდები თურმე წვიმა
ჩემზე ცელქი ყოფილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026