kids.ge logo

დამნაშავე ბურთი

ფავორიტებში დამატება
ბურთი აჩუქა მამიკომ,
დაჯილდოვა ელდარი,
ფეხბურთელი და სპორტსმენი,
სხარტი,ძლიერი,მედგარი,

ბიჭმა ბუცები ჩაიცვა,
შეთამაშა ბურთი,
მყისვე შეკრიბა ეზოში,
ფეხბურთელ ბავშვთა გუნდი.

გიორგი,სანდრო, დავითი,
სოსო და მარდი ბესო,
კახა,ვალერი, ნუგზარი,
და სხვა სკოლელი რეზო.

მეკარეც კი აირჩიეს,
პატარა ბიჭი სანდრო,
კარებში დგომა ელდარმა,
მხოლოდ სანდრიკოს ანდო.

გაჩაღდა ბურთის თამაში,
ვერ გატანეს გოლი,
დარბიან და ყიჟინებენ,
ანგარიშია- ნოლი.

ერთმა თარი დაარტყა,
და ვერ მოზომა პატარამ,
ბურთი გაფრინდა სწრაფად და,
ჩატეხა სახლის ფანჯარა.

ბებო აყვირდა,-ბაბუა,
ხელში დიდ ჯოხსა იჭერს,
გაბრაზებული ბუზღუნებს,
და ემუქრება ბიჭებს.

დასჯა არ უნდა არავის,
მხრებს იჩეჩს მთელი გუნდი,
ბოლოს ერთხმად სთქვეს:ბაბუა!-
დამნაშავეა ბურთი.

მოხუცი ძლიერ გაოცდა,
და შეიბრუნა პირი,
რომ არ შენიშნონ ბავშვებმა,
სახეზე მას ღიმილი.

ბურთი აკენკეს,გაცვივდნენ,
კვლავ გააგრძელეს თამაში,
ნავრებს გამოცხადათ
თინიკო,წითელ კაბაში.

რა ეშველებათ მოხუცებს?-
ჰკითხულობს მკაცრად თინა,
ან ქარი რომ ამოვარდეს,
ან რომ დაწყოს წვიმა?

ხვალ ყველას ვეტყვი სკოლაში,
რომ ხართ ბავშვები ურჩი,
ფანჯარა თქვენ ჩაამსხვრიეთ,
ტყულად ამხილეთ ბურთი.

ჩაფიქრდნენ, გონსა მოეგნენ,
ელდარი უძღვის წინა,
რათა მოხუცებს ჩაუსვან,
ის ჩატეხილი მინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამალობანაყველამ იცის რა არის, ალბათ, დამალობანა, ამ თამაშს კი წინ უძღვის, თვალის დახუჭობანა. თენგომ ხესთან იხუჭა მ...მარკეტშიმარკეტში წაიყვანა, ორი შვილი მამიკომ, არ ჩერდება ირაკლი, ჭირვეულობს ნანიკო. მამი, მინდა ნაყინიიი, კამფეტე...წყალი არ ყველა წყალიაგუბევ, გუბევ, შე საბრალო, ზარმაცო და სალახანავ, არ მოგწყინდა სულ ძილი და ერთ ადგილზე ყოფნა განა? ბაყაყები...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026