kids.ge logo

დიდი ბიჭი

ფავორიტებში დამატება

მე ხომ უკვე გავიზარდე,
ღარა ვარ პატარა,
მეყო უკვე, რაც დედიკომ
თვის ნებაზე მატარა.
ყოველ დილით მაძალებენ
უფროსები საუზმეს,
მე კი მინდა, ჩემს ტოლებთან
ნახირს ტყეში გავუძღვე.
მეყო უკვე გოგლი მოგლიც,
ტკბილელიც, ნამცხვრებიც,
როცა მინდა დედიკონა,
წი მაშინ დავწვები.
ღარ მხიბლავს ჩურჩხელები,
ღარც ტკბილი თათარა,
ექვსი წელი შემისრულდა,
ჰო და, არ ვარ პატარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026