kids.ge logo

ბაყაყური

ფავორიტებში დამატება
გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
ძახიან - აქეთ მოდით,
საცურაო აზია.

რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.

უცნარი სახელებით
მოხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.

ბაყაყი ზის არხენად,
არ ათხოვა იხვებს ყური
- თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026