kids.ge logo

მეორე კლასელი

ფავორიტებში დამატება

მერეში გადავიდა,
გაწრიპული გოგო,
რომ იცოდეთ, ეს ამბავი
ხარია როგორ.
სახლში ყველას ასე უთხრა:
-გავხდი უკვე დიდი,
შემიძლია სხვას ვასწავლო
ი ია, თითი.
მერეში როცა წავალ,
ბევრს ვისწავლი ახალს,
ჩემს დღიურში აწი მხოლოდ,
თქვენ ვარსკვლავებს ნახავთ.
მერეში გადავიდა,
თავი მოაქვს დიდად,
თუმცა არის პაწაწინა
და სულ ერთი ციდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026