kids.ge logo

რეზიკო

ფავორიტებში დამატება
მასწინათ რეზიკო
შესჩიდა ძმაბიჭებს:
„ფეხსაცმელს რომ ჩავიცვამ,
ვეღარ ვადგამ ნაბიჯებს,
მებორკება ფეხები,
ტკივილები მაგიჟებს,
თუ დედიკო ჩამაცმევს,
არც მტკივა და არც მიჭერს“.

დააცქერდნენ ფეხებზე
და ატყდათ ხარხარი,
თურმე ეცვა უკუღმა
ფეხსაცმელი ახალი.
მერე გიგამ ასწავლა
და კიდევაც აჩვენა,
რომელია მარცხენა, -
და რომელი - მარჯვენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026