kids.ge logo

ჭკვიანი ნანა

ფავორიტებში დამატება

ბაღში ქორფა ბალახს თელავს
პაწაწინა ნანა,
ქეთ ბებო უჯავრდება,
ქიდან კი მამა.
-გამო აქეთ, ბალახს ტკივა,
შენ ვერა გრძნობ განა?
ის ცოცხალი არსებაა -
უხსნის ნანას მამა.
-ვერა ხედავ? ცრემლებსა ყრის,
მეტკინაო ნანა,
გამო ფრთხილად გაასწორე,
მიფერე თანაც.
მის მერე სულ ბილიკით
დასეირნობს გოგო,
სხვას ასწავლის: „რომ აბიჯებთ,
ბალახს ტკივა როგორ“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026