kids.ge logo

ზარმაცი ჯამბული

ფავორიტებში დამატება

- გაკვეთილებს რად არ სწავლობ,
რად ზარმაცობ ჯამბული?
მუდამ რად ხარ მოუსვენრად,
სხვა ფიქრებში გართული?
- რა ვქნა, კითხვა მეზარება,
ანგარიშიც არ მიყვარს,
ხელოვნება?სუფთა წერა?
გულს ვერ ვუდებ მათ დიდხანს..
- ნეტავ, ერთი შენ რა გიყვარს,
რა გიტაცებს გულითა?
- აი, სპორტის გაკვეთილებს
ველი სიხარულითა.
- მარტო ბურთით ფონს ვერ გახვალ,
კვლავ ამ კლასში დარჩები,
- მერე რაა? პატარებში
ჩემპინი გავხდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...ოხერი ფისოფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცის...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...ნატვრამეც რომ ვიყო ჟირაფი, დედი, როგორ მინდა, ხილს ადვილად მოვწყვიტავ უკიბოდ იქ, ხიდან. ჩურჩხელებსაც მივწვდები,...შეგონება- დედი, ნახე , ჩვენს კატას თაგვი დაუჭერია. - მერე? განა არ იცი, კატა თაგვის მტერია. - პატარაა საბრალო და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026