kids.ge logo

ზარმაცი ჯამბული

ფავორიტებში დამატება

- გაკვეთილებს რად არ სწავლობ,
რად ზარმაცობ ჯამბული?
მუდამ რად ხარ მოუსვენრად,
სხვა ფიქრებში გართული?
- რა ვქნა, კითხვა მეზარება,
ანგარიშიც არ მიყვარს,
ხელოვნება?სუფთა წერა?
გულს ვერ ვუდებ მათ დიდხანს..
- ნეტავ, ერთი შენ რა გიყვარს,
რა გიტაცებს გულითა?
- აი, სპორტის გაკვეთილებს
ველი სიხარულითა.
- მარტო ბურთით ფონს ვერ გახვალ,
კვლავ ამ კლასში დარჩები,
- მერე რაა? პატარებში
ჩემპინი გავხდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026