kids.ge logo

ლახტი

ფავორიტებში დამატება
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
წითლა ლოყები,
უჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნია დრუნჩადათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინ...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...წერილი-ძლიერ წუხდნენ ზღარბები... -რატომ წუხდნენ? -ვაშლი ჰქონდათ საკრეფი... -რა ჰქნეს მერე? -ჟირაფს წერილი მისწე...სექტემბერი რას მღერისცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026