kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარჩნენ ხახამშრალებიფისოს ჰყავდა სამი კნუტი: ფუსო, ფოსო, ფასუნა და სამივე იყო ცელქი, ღუნღულა და გლასუნა. ერთხელ თაგვი გასაწრთ...ჩემი ბაბუაჩემი ერთა ბაბუა მიყვარს ძალიან. ბაბუს ჩემთან სათამაშოდ მუდამ სცალია. დამიჯდება, მიკითხავს ზღაპრებსა და არ...გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...მეყო გართობაერთად წავალთ სკოლაში მე და ჩემი დაიკო, თუმც ის ხუთი წლისაა, მერე რაა, რა იყო? რაღაც უნდა გაგანდოთ... თქვე...თამუნა, ციცო და გიათ - ჰეი, გია, ადე ჩქარა, წამო, ვითამაშოთ ბურთი, ციცო კართან გველოდება, რას ზოზინობ, რაღას უცდი? გ - ვერა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026