kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *წითელკაბა გოგო ვარ და მიხდება ძალიან, ყველა მე რომ მიყურებს, ალბათ ამის ბრალია . შავთმიანს და შავთვალას, ...აბა, გამოიცანიწუხელ კოღომ ჩემს ყურთან რომ გააბა წუილი, მართალი თუ ტყუილი? ფისოს ხეზე ასვლაში რომ არა ჰყავს ბადალი, ტყუი...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...თინა, მურა და ფისო ზამთარია. სიხარულით თოვლში დარბის ცელქი თინა, მურაც მასთან კოტრიალობს, განა თოვლმა შეაშინა? ააგორეს გუნდა...ჩემი ბაბუაჩემი ერთა ბაბუა მიყვარს ძალიან. ბაბუს ჩემთან სათამაშოდ მუდამ სცალია. დამიჯდება, მიკითხავს ზღაპრებსა და არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026