kids.ge logo

ბეღურები გვასწავლიან

ფავორიტებში დამატება

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰარი ცივია,
"ზამთარია, ვიყინებით",
ბეღურები ჩივიან.
მზე ჩიტუნებს მოფერა,
გაუსწორა ბუმბული,
გახალისდნენ, აჭიკჭიკდნენ
ტკბილად, როგორც ბულბული.
სადანღაც გამობრძანდნენ
ლეგა-ლეგა ღრუბლები,
მზემ ჩიტები ანუგეშა:
"მალე დაგიბრუნდებით".
"როგორც ვხედავთ, ეს ზამთარი
მართლაც ჩვენი მტერია,
სამშობლოში ვრჩებით მაინც,
აქ მოკეთეც ბევრია,
სხვაგან ფარჩას გვირჩევნი
აქ, თვით თოვლის საბანი.
იქ ვიქნებით, სადაც ფრენდნენ
ჩვენი მამა-პაპანი."
ი, რაზე ჟივჟივებენ
შემცივნული ჩიტები,
მამულს ასე შეიყვარებთ?
თქვენც კარგები იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026