kids.ge logo

ლელა და გია

ფავორიტებში დამატება

გ-წამო, ლელა, ვისეირნოთ,
მე დაგიკრეფ იას,
ლ-არა, არა, ვერ წამოვალ,
დამეხსენი გია.
გ-წამო, მაშინ მგელობანა
ვითამაშოთ გარეთ,
ლ-კიკინებში წამწვდები და
მატირებ მწარედ.
გ-აბა, მოდი, ვიწუწაოთ,
როგორ ცხელა,ხედავ?
ლ-არა, კაბა დამესვრება,
გამიწყრება დედა.
გ-კლასში წამო, იქ დაფაზე
ვხატოთ ძაღლი,კატა,
ლ-დამეხსენი, გია, თავი
მომაბეზრე მართლა.
გ-გეხვეწები, წამომყევი
და ვიცეკვოთ ერთად.
ლ-კარგი, ერთხელ გეცეკვები
და ნუღარ მთხოვ მეტად.
გ-მერე სახლში გაგაცილებ
კარგი, ჩემო ლელა?
ლ-უი, ჩვენზე ჭორაბას
დაწყებს აქ ყველა.
გ-იჭორაონ,რას დაძებ,
ნა დაღალონ,
ლ-უნდა მიხვდნენ, რომ შენ ჩემი
მეგობარი ხარო.
ლ და გ-ერთმანეთი არ დავკარგოთ,
ვიყოთ ერთად მუდამ,
მეგობრობის წმინდა გრძნობას
გაფრთხილება უნდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...ბალი და ლალიხის წვეროზე შერჩენილა, ერთი მუწა ბალი და იმ ბალის შეჭმის სურვილს შეუპყრია ლალი. ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ ე...თოვლის ბაბუა-კარზე ვიღაც აკაკუნებს, აბა, ნახე ცირა. ცოდვა არის იქ რომ დარჩეს, გარეთ ძლიერ ცივა. კარებს ფართოდ გავუღებ...ონავრები ჩირი ჩუმად ჩამოიღეს ჩიორამ და ჩოდრიამ, ხარიხაზე ბევრია და შესამჩნევი როდია. ხოხვა-ხოხვით ხურმის ხემდე მია...ასე ვითვლიერთი, ორი, სამი, აქ დამიდგით სკამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, მსურს ვისწავლო ლექსი. შვიდი, რვა და ცხრა, გადითოვლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026