kids.ge logo

საწყალი ბაბუა

ფავორიტებში დამატება

ჩემი საწყალი ბაბუ
წყინარია, კეთილი,
დღედაღამ ჩაფიქრებული,
თახში გამოკეტილი.
თხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდეთ,
დავკრიფოთ კახამბალია...
- ჩუმად, სულელო, ხომ ხედავ,
რომანს წერს, არა სცალია.
- ბაბუ, კუს ტბაზე წავიდეთ
ანდა კინოში წამოდი...
- აცალე, ბიჭო, ხომ ხედავ,
ხვალ მოხსენებით გამოდის.
- ჩუმად, ლექსებს წერს ბაბუა,
ჩამჩურჩულებენ ყველანი.
ჩემთვის როდისღა მოიცლის,
ღმერთო, დაუშრე მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...საათი- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, - იძახის და კედელზე ჰკიდია, დღე და ღამე ისრები მიდიან და მიდიან...... მოვა დედა, შეხე...სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერააიდა, აიდა, გასცურე, ბაიდა, გამოდი, კეფალო, გამოდი, სტავრიდა! აიდა, აიდა, მოუსვი, ბაიდა, დელფინი მოვარდა,...დედიკოს ვფიცავარწერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდ...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026