kids.ge logo

კუდრაჭა ნინო

ფავორიტებში დამატება

დაკონას გაკვეთილს
დინჯად უხსნის ხათუნა,
ნინო სულაც არ უსმენს,
სხვა ფიქრებში გართულა.

“ბაღში ბალი დამწიფდა,
ნეტავ რად ყეფს ბათურა?
ძროხამ სად წაიყვანა,
დილით თავის ხატულა?

ჩქარა გარეთ წავიდე,
ალბათ მიცდის დათუნა,
ვაი...როდის მორჩება,
ამდენ ახსნას ხათუნა?”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026