kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
კიდევ ვეღირსე გაზაფხულს,
ციდამ მანანის დენასა;
ბუნების გამოღვიძებას,
ფრინველთ სამო სტვენასა, -
გუშინ მეგონა, დავმუნჯდი,
დრეს ისევ ვიდგამ ენასა.
ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა
პირად ჭირს, კერძო წყენასა?!
მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა
ან გულზე ჟანგი მდებოდა...
გული აძგერდა სხვარიგად:
ვნახე, ზამთარი კვდებოდა.
მტარვალად გამომცქირალი
მთებზე ყინული დნებოდა;
და ჰა სულ-გულის სიცოცხლე
სამარიდამა დგებოდა!
ყეფებულან ხევები,
ცეცხლს აკვესებენ პირითა:
ვის მუქარაზე მიდიან,
ვის აკვნესებენ ჭირითა?
იქნება მაყრები იყვნენ,
მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა?
კართანას უცდის არაგვი
ვეფხვი ალმასის კბილითა:
"მოვიდეს, ვინაც ვაჟია!"
ადრტვინებულა ჟინითა.
როს სცემს სალსა კლდეებსა,
გამაძღრებსა ძილითა.
ამდგარა ამირანიცა,
კლდეში დაბმული ჯაჭვითა.
დაბღუჯია ხმლის ვადა
მოღალავის მაჯითა,
კვლავ სთელავს დედამიწასა
თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;
სისხლს იძევს, ვინაც ტყვების
გმირი აწამა ბაჟითა.
საცა გავხედნებ, ყველგანა
ზღვა მოვარდნილა მწვანისა,
გულისა გამგულებელი,
დამათრობელი თვალისა.
დღეს სამოთხეში ვნეტარობ,
დარდი არა მაქვს ხვალისა.
მაც მომცა სალამი,
დამ კვლავ ძმა იცნო თავისა.
გვერდს უდგა დიკონაი,
როგორ ამაყად ჰყვავისა!..
მონა ვარ, მონა ბუნების,
ღონე არა მაქვს დავისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026