kids.ge logo

სულელი ფისო

ფავორიტებში დამატება

დედიკონამ მოგვიტანა
სათამაშო თაგუნა
და მთელი დღე იმ თაგუნას,
ფერება თამუნა.

ხან დაბანა და ხან კიდევ
შეკერა კაბები,
ხან ნანინა უმღერა და
დაუკრიფა ვარდები.

ძილის წინ კი თაგუნია,
სკამზე დასვა დაკომ,
დილით, როცა გაიღვიძა
თაგვი სკამზე არ იყო.

ძირს ეყარა ნაკუწ-ნაკუწ
თაგუნიას კაბები,
ზედ ჩვენს სულელ ფისუნიას
გადაწყო თათები.

მას ცოცხალი ჰგონები
და დაუღრღნავს თაგუნა,
მის გამო, ო, რამდენი
ცრემლი ღვარა თამუნამ.

შენ, სულელო ფისუნიავ,
რაღა გითხრა აბა?
როდის იყო, ნამდვილ თაგვს რომ
ტანზე ეცვა კაბა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026