kids.ge logo

სულელი ფისო

ფავორიტებში დამატება

დედიკონამ მოგვიტანა
სათამაშო თაგუნა
და მთელი დღე იმ თაგუნას,
ფერება თამუნა.

ხან დაბანა და ხან კიდევ
შეკერა კაბები,
ხან ნანინა უმღერა და
დაუკრიფა ვარდები.

ძილის წინ კი თაგუნია,
სკამზე დასვა დაკომ,
დილით, როცა გაიღვიძა
თაგვი სკამზე არ იყო.

ძირს ეყარა ნაკუწ-ნაკუწ
თაგუნიას კაბები,
ზედ ჩვენს სულელ ფისუნიას
გადაწყო თათები.

მას ცოცხალი ჰგონები
და დაუღრღნავს თაგუნა,
მის გამო, ო, რამდენი
ცრემლი ღვარა თამუნამ.

შენ, სულელო ფისუნიავ,
რაღა გითხრა აბა?
როდის იყო, ნამდვილ თაგვს რომ
ტანზე ეცვა კაბა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლალი და ნათიალ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვე...ძროხის "ლაბადა" იცით? ერთხელ ჩვენი ძროხა გახდა ძლიერ ავადა, მეზობლები მოდიოდნენ ძროხის სანახავადა. მოიყვანეს ექიმი და გაუ...ლიკას ცოდნის საიდუმლოერთჯერ ერთი რამდენია? ეკითხება მამა ლიკას, ლიკამ უმალ სასაცილოდ ერთი თითუნა აბზიკა. ნულს რომ ერთი მივუმატ...მია და ფისუნაკატამ ჩემი სახელი ხედავთ, როგორ ისწავლა? უცებ დაიმახსოვრა, განა ბევრი იწვალა? სადმე თუ კი დამლანდა, დაიკნ...თამუნა, ციცო და გიათ - ჰეი, გია, ადე ჩქარა, წამო, ვითამაშოთ ბურთი, ციცო კართან გველოდება, რას ზოზინობ, რაღას უცდი? გ - ვერა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026