kids.ge logo

ლოკოკინა

ფავორიტებში დამატება
ამ პატარა ლოკოკინას
ნეტავ, ზურგი არ ეტკინა?

სულ არ იცის, რაა დაღლა,
სახლს დაათრევს აღმა-დაღმა.

გულღია და კეთილი,
კარი არ აქვს დაკეტილი,

ღიას სტოვებს, განა რჩება -
შიგნით მაინც ვერვინ შევა,

თუ ეწვია სტუმრად ვინმე,
გარეთ უნდა გამოვიდეს…

სე, რომ ვთქვათ გულახდილად,
არც ადარდებს მომცრო ბინა,

რომ იტყვიან, თავი მუდამ
სახლში აქვს და რაღა უნდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას სორომელაკუდა კლიენტს ეძებს - აბა, ვის გსურთ ბინაო? სორო, სამოთახიანი, უნდა გავაქირავო! სულ ახლახან გავაკეთე ქ...ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...თოვლის შვილიშვილიგაუჭირდა თოვლის პაპას, ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს. დავბერდიო, - ასე ამბობს, - მხნედ ვიყავი შარშან ამ ...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026