kids.ge logo

ციყვუნიას ზამთარი

ფავორიტებში დამატება

„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,
თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს,
რა იქნება ახლა ნეტავ?
ტყეს ზამთრისა ეშინია?
ბა, რატომ გაყურსულა?
არც ნადირი ხმინებს...
ჩიტუნაც არ წკრილებს...
ნაკადულიც გაიტრუნა,
ტყე რომ თოვლით დაბურა.
-შშშშშ!-
ფიფქები შრილებენ,
ტყეში მარტო ესღა ისმის,
თოვლი მოდის ხვავრილად,
ციდან ძირს მოწევს ნისლი...
სიჩუმე რამ დაარღვია?
-კნაწ!-
გაისმა უცებ ტყეში!
ეს ციყვია, ფუღურო რომ
გამართავს ბებერ ხეში.
თბილად მოკალათებული
აკნაწუნებს თხილს და კაკალს,
დათოვლილ ტყეს უმზერს ციყვი,
თოვს და ბარდნის,
ხან ხოშკაკლავს!
ტყეში ყველა ამ ხმებს უსმენს,
ზამთარსაც კი ეღიმება,
ჯადოსნური სურათია! -
მთა-ბარს თოვლი ეფინება!
-შშშშშშშშ!-ფიფქები შრილებენ,
საღამოა მყუდრო, თბილი.
-კნაწ-კნუწ!-ციყვმა აკნატუნა
კაკალი და ბლომად თხილი.
შარიშური, კნაწაკნუწი...
გახალისდა ირგვლივ ყველა,
ახლა ირგვლივ სიმშვიდეა!
კურდღელს აღარ ერჩის მელა...
-ტყეში თეთრი ზამთარია!
დელი-დელა! დელი-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...ფერებმა ფესტივალი გამართესერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,- დაუღალავებმა და მშვენიერებმა. თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალ...ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026