kids.ge logo

თოვლის ბაბუა

ფავორიტებში დამატება

თეთრი ფიფქით მოლრთულა,
ირგვლივ მთა და ველი,
სახალწლო ნაძვის ხესთან
ვიცინით და ვმღერით!
გვჯერა თოვლის ბაბუა,
მოფრინდება ღამით,
თვალი მაინც რომ მოვკრათ,
არ ჩერდება წამით.
საჩუქრებით ახარებს
დედამიწის ბავშვებს,
ბა, სადა სცალია,
რომ ჩვენთანაც დარჩეს?!
გავიღვიძებთ, ნანატრი,
ოცნენბები ხდება,
ნაძვს ხესთან უამრავი
საჩუქარი გვხვდება...
-თუ იქნებით ბეჯითნი,
კეთილნი და ზრდილნი,
თოვლის ბაბუს საჩუქარს
აღმოჩენთ დილით!
-სულ ფრიადზე ვისწავლით,
შეგისრულებთ თხოვნას
თორემ, თოვლის ბაბუ
დედი, აღარ მოვა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თაფლიმე და ბაბუმ სოფელში, გავაკეთეთ სკები. მოვაშენეთ ფუტკარი და თაფლითა ვტკბებით. ჩიტი ფეფო დაგვძახის: -ნუ იქნ...მავნე ნინკონინიკომ ბაბუს ჩიბუხი განზრახ დამალა სხვენში, ბებუკოს დიდი  სათვალეც, შემოიმტვრია ხელში... ფისოს საჭმ...გაზაფხულიმოჩუხჩუხებს ნაკადული, ამბებს ყვება ქვეყნისას, -გამოცოცხლდით, ყვავილებო, გაზაფხული გვეღირსა! ჰა, მეც თავი ...ნალია თუ ნალი?დღეს შენიშვნა მისცეს ნინოს, არ მიუძღვის ბრალი, ერთმანეთში აერია ნალია და ნალი! -შვილო, ნალიაში ყრიან სიმი...კიჭიშემოდგომის ერთ დილას, ამოაძრეს კიჭი, აატირეს ქალივით, ეს ვაჯკაცი ბიჭი! -შენი კბილი თაგვს მიეცი, ჩუ, ნუ სტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026