kids.ge logo

დათვის ბუნაგთან

ფავორიტებში დამატება

უხვი თოვლით დამდგარი
ტყეს გაუტკბა ზამთარი,
ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა,
წუხელ მთელი ღამე თოვდა...
ირგვლივ ზამთრის სიმშვიდეა,
ღარ იძვრის ტყეში ქარი,
ფეხაკრეფით რომ მოსულა,
ზამთარია ჯადოქარი.
განა ზამთარს შეგება,
ტბილად სძინავს დათუნიას,
სიზმრებსაა აყოლილი,
თათს ილოკავს თათუნიას.
გარეთ, დათვის დიდ ბუნაგთან,
დგანან ტახი და მელია,
ნეტავ, რაზე საუბრობენ?
ნეტავი, რას მოლიან?
თურმე დათვზე ქირქილებენ:
-სძინავს, სძინავს რახანია,
-არ უნახავს, არც კი იცის,
ჩვენს ტყეში რომ ზამთარია!
-გარეთ გამოსვლას გაბედავს?
-მეთასე სიზმარს ხედავს...
-დოყლაპია წევს და სძინავს,
გესმის? არხენად ხვრინავს...
-სძინავს ჩვენს დათვს დანდალას,
გოდორას და ბანდალას...
-რომ გვტუქსავდა, გვარიგებდა,
ტყეს იცავდა ჩვენგან ვითომ,
ჩვენს ჭკუზე ვითარეშებთ,
სიზმრად გაგვიჯავრდეს თვითონ,
დათუნია, დაძინე,
ჩვენ კი შენზე გავიცინებთ...
ტახი ჭყივის, მგელი ყმუის,
მათ ნათქვამს ვინმე დათვლის?
მაგრამ ერთი ამას დახეთ!-
წამოაგდეს ფეხზე დათვი!
ბუნაგიდან მოძუნძულებს,
სადგომი დატოვა თბილი:
-ეჰეი, აქ რა ამბავია!
-ვინ დამიფრთხო, ნეტავ, ძილი?
წეღან ჩემზე რამე თქვითო?
ბა, აქეთ მოდექითო!
-ვაი, დათვი!-ღმუის მგელი,
-ვუი, დათვი!-ჭყივის ტახი,
ფხაჭაფხუჭით გაქცელებს
კან მისდევს თოვლის ბუქი,
მიჰქრიან, მიშლიგინებენ...
მორჩა მათი ბაქიბუქი!
-ზამთარში გაღვიძებულ დათვს,
თავს ილად დავაღწევთო?!
ტყეში არ დაგვედგომება!
-ჩქარა, ჩქარა გავიქცეთო!
განა იმათ გაკიდა
დათუნია-დათუჩელა,
ტყეს-თოვლით გადათეთრებულს
გადაავლო თვალი ხელად,
მერე ბუნაგში შებრუნდა,
დაძინებს მალე ისევ,
იმ დღეს კურდღელმა და ციყვმა
თურმე ბევრი იხალისეს:
-დანახე, რა მოწყვეს?-
დათვი ფეხზე წამოაგდეს!
-ჰოი, ბიჭო, რას გარბოდნენ!
თოვლს და ზამთარს არც დარდობდნენ!
-სულელები რომ ყოფილან,
არ სჭირდება მიხვედრაო,
-განა მათკენ იწევდაო,
დათვი არც კი მისდევდაო.
ბოლოს ესეც მოყოლეს:
-გაიხსენონ ჯავრითაო,
რაც მოგივა დავითაო,
ყველა შენი თავითაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026