kids.ge logo

ალვები თოვლში

ფავორიტებში დამატება
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრილებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირბადე
და უცნობ რამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიდამდე.
დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ელერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორც სიზმარიკვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას, ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას, მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სი...კაკლის ხე მთაწმინდაზეთითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები....მელანქოლიური მოსიმღერემშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს უნაზესი სი...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...ისევ ეფემერარა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი? ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს: მაინც მწვერვალებს ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026