kids.ge logo

ჟღალი მელაკუდას სიმღერა

ფავორიტებში დამატება

მე ვარ ჟღალი მელაკუდა,
კუდრაჭა და ბაქია,
ნაკვალევის გამოცნობას დედამ მე მიმაჩვია.
ვარ ყოჩაღი მონადირე,
ტოლს არ ვუდებ არავის.
მითვალთვალებს ყველა ჩუმად
დაფარული განზრახვით,
დათვი, მაჩვი, მგელი, ტურა,
ვერ მჯობნიან ვერაფრით.
სე სწრაფად შემიძლია გაქცევა და დამალვა,
გამოიცნობს ვინმე განა,
ჩემს კუთხეს და სამალავს?
ვერ მომაგნებს და დამიჭერს მწევარ ძაღლთა ამალა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026