kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წვიმა მოდის წკაპუნა,
ყვავილთ კაბას უსველებს,
აქეთ-იქით აყენებს
პაწაწინა გუბეებს.
ცა ცრემლებად იღვრება,
მზეს გვიმალავს ღრუბელი,
სიხარულად გვეღვრება
ნამწვიმარის სურნელი.
წვიმა მღერის ხალისობს,
არე-მარე ირთვება,
ლამაზ ცისარტყელებით
გაზაფხული იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაჩიტუნები ჭიკჭიკებენ, ტყე შრიალებს,გუგუნებს, შემოდგომა ფრთებით მოაქვთ შაშვებს,გვრიტებს,გუგულებს. ტყეს ევლე...ჩემი მეგობარი გაზაფხულიგაზაფხული სიყვარულით, ყვავილებით ირთვება, იკაზმება მზის ნათელით, იღვენთება სიმღერად. იპრანჭება შესახვედრა...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...ქარიქარი ცელქობს, დახარხარებს, არე-მარეს ახმიანებს, ბალახ-ბულახს ეფერება, ფოთლებს ცაში აფრიალებს. მოსვენება ა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „წვიმა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026