kids.ge logo

ჩემი მეგობარი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული სიყვარულით,
ყვავილებით ირთვება,
კაზმება მზის ნათელით,
იღვენთება სიმღერად.

იპრანჭება შესახვედრად,
სადედოფლოდ ირთვება,
თვალებიდან სითბოს აფრქვევს,
მარგალიტად იბნევა.

ეს რა კაბა ჩაუცვია,
საცარი,ხატულა,
მისი ხილვით დაბნელი
სუსხი სადღაც წასულა.

ყველაფერში საცარ და ზღაპრულ ფერებს დავლანდავ,
იქ მთვარესთან ვინავარდებ,
დარდებს ქარებს გავატან.

ფრთებს შევისხამ და ქარაშოტს,
ცაში გავეკიდები,
ლამაზ სიზმრებს ჩავეხვევი,
სტუმრად ავეკიდები.

ჩემს გაზაფხულს,ალბათ ფიქრებს,
სხვაზე მეტად გავუგებ,
მასთან ერთად ყველა სულდგმულს,
გზად ხალიჩებს დავუგებ.

მკლავებს გავშლი,ვით მეგობარს,
გულის გულში ჩავიკრავ,
ყვავილების ლამაზ გვირგვინს,
მწვანე თმებში ჩავუწნავ.

ერთად ლაღად გავუყვებით
მდინარეს თუ ორშარას,
ყველა კორდს და ყველა მდელოს,
ფერადებით მოვქარგავ.

ყვავილები,სიყვარული,
სითბო უზარმაზარი,
გაზაფხულო,მეგობარო,
დაგვიბრუნდი, სალამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიია-ია ამოსულა, რა კარგია,რა კარგი, იის კონით მივულოცე, დედიკონას რვა მარტი. ენძელებით მოფენილა, ჩვენი ქვე...შემოდგომაჩიტუნები ჭიკჭიკებენ, ტყე შრიალებს,გუგუნებს, შემოდგომა ფრთებით მოაქვთ შაშვებს,გვრიტებს,გუგულებს. ტყეს ევლე...კამათი(შემოდის სანდრო ბურთით ხელში) -ეხ,რა კარგად ვითამაშე, ვბურთაობ და დავხტუნავ, არც ლექსების სწავლა უნდა, არ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...მოდის ზამთარიმოწყენილა არე-მარე, ტირის დედაბუნება, აღარ ისმის შეძახილი, მხიარული სიმღერა. ყველა სახლში შეყუჟულა გარეთ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026