kids.ge logo

შავი და თეთრი კატა

ფავორიტებში დამატება

ბექობზე ერთად ისხდნენ
შავი და თეთრი კატა
და უყვებოდნენ ერთურთს,
რომელს თავს რა გადახდა.
შავმა თქვა: მოვირე,
აღმოსავლეთის მხარე,
ვისაც ვესტუმრე , ყველა
პატრონი გავახარე.
მუსრი გავავლე მღრნელებს,
გამოვიჩინე თავი.
როგორ მომნათლეს იცი?
„კატების მეფე-შავი“.
გაიჯგიმა და ცერად
თეთრ კატას გადმოხედა:
- შენ საით იყავ, მითხარ,
რა გაკეთე ნეტა?
- მეც იქით ვიყავ ძმაო,
ღონდ, ვსტუმრობდი მინდვრებს,
არ ვაკარებდი ხორბალს
თაგუნებსა და ჩიტებს.
მუშებს ვუყვარდი ძლიერ,
მანებივრებდნენ ნუგბრით,
მათთან გასტუმრებ, იქით
ერთად წავედით თუკი.
მთვარე უსმენდა კატებს
და უხაროდა მნათობს,
კარგია, როცა თოვს და
მოგონებები გათბობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი დაიკოდედიკომ და მამიკომ მომიყვანეს დაიკო, დავხედე და გავვოცდი, მკლავის სიგრძეც არ იყო. არაფერი არ იცის, ჯერ არ...* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...ლეგენდა ჭადრაკზეიცით? ერთხელ, ერთმა მეფემ, ინდოეთის მბრძანებელმა, თვის ქვეშერმდომთ, ვაზირების პირით ამცნო მისი ნება. &bdq...თოვლი და ლევანიდილით თოვა დაიწყო, მიწა თეთრად დაფარა. გაოცებით უყურებს თოვლს, ლევანი პატარა. ჯერ შაქარი ეგონა, მერე - ტკ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შავი და თეთრი კატა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026