kids.ge logo

მელია

ფავორიტებში დამატება
ეშმაკუნა მელიას,
ხორცი გამოლია,
მიდის და მიიმღერის,
დელია, დელია.

ვნახავ ერთ კარგ საქათმეს,
ჩუმად შევიპარები,
ვერც ფანჯარა მაკავებს
და ვერც რკინის კარები.

თუმც ვარ ასჯერ ნაცემი,
წელიც ძალიან მტკივა
ჩემამდე სხვა მელი
საქათმესთან ვერ მივა.

დარდი არ მაქვს არაფრის,
დელია, დელია,
მალე ქათმებს შევსანსლავ,
ბაქიობს მელია.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026