kids.ge logo

წიგნით ფრენა

ფავორიტებში დამატება

დამესიზმრა, თითქოს წიგნი
გადამექცა ფრთებად,
თითო გვერდი იშლებოდა
საჰარო გზებად.

დავფრინავდი, როგორც ჩიტი,
თავისუფლად, ლაღად,
წამში თვალწინ მეცვლებოდა
გზა ზღვად, ზღვა კი ბაღად.

გამეღვიძა, მივიჩნი
თავი ზღაპრის გმირად,
და ვინატრე წიგნით ფრენა
დამესიზმროს ხშირად.

მივხვდი, კითხვაც მაგრძნობინებს,
დავფრინავდე ვითომ,
სიზმარს არ დაველოდები,
წავიკითხავ თვითონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მელაკუდას ჩივილინეტავ რატომ მეძახიან გაიძვერა მელიას?! ჩემი ქება ერთ ლექსშიც კი რად არ გამოერია?! ნეტავ, ყველა მელაკუდა ც...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...ჩხირკედელაჩხირკედელა შემარქვეს, ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ მამა ბრაზდება, რატომ,ნეტა ვიცოდე! მამაც ზუსტად ასეთი ცელ...ველოდები ძამიკოსაი, უკვე რახანია ველოდები ძამიკოს, ალბათ ბურთით ვითამაშებთ, მანქანებსაც გამიყოფს. "მგონი მალე გაიცნობო" _...აბეზარი მამალიხეზე რომ შემომჯდარა ჩემი ბებოს მამალი თავს იწონებს ქათმების უთვალავი ამალით. მაგრამ თურმე ნუ იტყვით ყველა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026