kids.ge logo

ანბანი - ხმოვნების კონცერტი

ფავორიტებში დამატება


ეს ვინ არის? - ასო ა
ბა, გესმით მისი ხმა?

პერაში მივიდა,
დაღია პირი და

ახლა მღერის არიებს,
უკვე დასშიც გარიეს.

ბოლოს ამბობს ანდაზებს,
ხმას აწვრილებს, ანაზებს.


“- ერთი მეც შემომხედეთ!”
სცენაზეა ასო ე,

“- რომ იცეკვოს, როგორც მე,
შეუძლია სხვა ვინმეს?”

ჯიბრება სხვა ხმოვნებს,
სალმება თანხმოვნებს.

ცეკვავს ფეხის წვერებზე,
დატრიალდა ცერებზე.


გამოვიდა ასო ი,
მოიყვანა ორკესტრი.

ხელებს იქნევს ამაყად,
დირიჟორობს ამაღამ.



ბოლოს წინ აქვს ნომერი,
არტისტია მშრომელი.

ეს არის საოცრება,
ახდა მისი ოცნება:

დღეს სპექტაკლში მთავარ როლს
ვინ ასრულებს? - ასო ო!


ნერვილობს, მაგრამ დუმს,
უხმოდ იცდის ასო უ.

პირველობა განა სურს,
რა საქმე აქვს მასთან შურს?

მალე ღელვაც გაუქრა,
როალზე დაუკრა.

უ-მ კონცერტი დახურა,
ტაში დაიმსახურა.

ა ე ი ო უ

მთელ დარბაზში ტაში ქუხს,
ხარობს ა ე ი ო უ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კუ და ლოკოკინათურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ კუ და ლოკოკინა, ორის ერთად სიარულმა ყველა გააცინა. დადიოდნენ ნელა, დინჯად, არ...მამიკოები“- მამაჩემი ღონიერი და უზომოდ ძლიერია, მუდამ იცავს დაჩაგრულებს, ის ხომ პოლიციელია!” “- ...ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...სხარტი ქურდბაცაცაბებომ ჩურჩხელებისათვის გადამალა თხილი, იცის რა მსუნაგიცა ჰყავს ციცქნა შვილიშვილი. ზუკას უთხრა: " - აღარ ა...ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026