kids.ge logo

ღორმუცელა დადა

ფავორიტებში დამატება

პაწაწინა მატლი დადა
ლუბალში დაბადა,
მარტობით როდი იწყენს,
წევს და წრუპავს ალუბლის წვენს.
ღორმუცელა ჩვენი დადა
არ უჩივის, მართლაც, მადას
რაფერი აღარ ახსოვს
ძილის, ჭამის და სმის გარდა.
არ უხილავს ცა და მიწა,
არ უნახავს არც ზღვა, არც მზე,
რაფერი არ აფიქრებს,
არ ადარდებს ქვეყანაზე.
პაწაწინა მატლი დადა
ლუბალში დაბადა,
და ალისფრად მოთხუპნული,
მუდამ, დარში თუ ავდარში,
ჭყუმპალაობს ალუბალში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევანიკო ყოჩაღობსლევანიკომ ხოხვა-ხოხვით, გადახეხა მთელი ნოხი, დაითხვარა ხელები, დაიტყავა მუხლები, გადაგლიჯა ჯინსები ახლები...იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...მოდელი წეროგრძელფეხება წეროს მოდელობა უნდა, თავზე ადევს წიგნი, როგორც თივის ბურდა. და სიარულს სწავლობს: ერთი! ორი! ს...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ბეჰეჰე და ბეჰებეჰემოთი ბეჰე და ბეჰემოთი ბეჰეჰე, ლაფში ამოსვრილები უფიცხებენ მზეს ფეხებს. აბაზანებს იღებენ, აქვთ ტალახის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026