წკარა-წკური გა−აქვს ჭი−ქებს,
უ−კა−კუ−ნებს ი−კა კი−ჭებს:
ერთი-ორი, ერთი-ორი,
ა−ღარ დარ−ჩა სახლ−ში ბრო−ლი!
ა−ღარ დარ−ჩა სახლ−ში ჭი−ქა,
კბი−ლით რომ არ სინ−ჯავს ი−კა,
არ−თობს კბი−ლის ხი−ცი−ნი,
კვდე−ბა ბი−ჭი სი−ცი−ლით!
უ−ხა−რი−ა დე−დი−კოს, უ−ხა−რი−ა მა−მი−კოს,
დაგ−ვი−ლე−წა ჭი−ქე−ბი, უ−ხა−რი−ა ძა−მი−კოს!
ხა−რობს სა−ნა−თე−სა−ო,
ი−კა კბი−ლებს ლე−სავ−სო,
ბა−ბუ−ა და ბე−ბი−ა
ბი−ჭის ამ−ბავს ჰყვე−ბი−ან!
და ივ−სე−ბა ა−რა−კი
ი−კას კბი−ლის რაკ−რა−კით,
ლექ−სად ა−წყობს მა−მი−და
ბი−ჭის ამ−ბავს თა−ვი−დან.
ფე−ის−ბუქ−ზე დებს, მაგ−რამ
ეჭ−ვებს მა−ინც ვერ ლაგ−მავს:
-ვინ−მეს ხომ არ გა−მორ−ჩა
ი−კას კბი−ლის ა−მოჭ−რა?!
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო