kids.ge logo

მამლის გრიპი

ფავორიტებში დამატება

წარამარა ისმის ცხინკი,
შეყარა მამალს გრიპი,
შიშარს და ფიცხელს
წია სიცხემ.
გაწითლდა ღაწვები,
გალურჯდა ბიბილო,
წუხს მამალი: _ ამ გრიპით
როგორ უნდა ვიყივლო?

ვის სმენია მამლის თხიპი,
რა ყოფილა თურმე გრიპი!
კრიხობენ დედლები,
მამალს ამედებენ,
გამოცდილი, ნაჯაფი
კრუხი ხარშავს ჯანჯაფილს.
ვარიბი ადებენ
შუბლზე ძმრიან საფენებს,
მამლის დაყივლებლად
დილას რა გათენებს?

არ სწვევია აქამდე
განსაცდელი საქათმეთს,
დაძახეს სასწრაფოს,
ამ საქმეში გაწაფულს.
მოფრთხიალდნენ მედდები,
თეთრხალათა დედლები,
თავქოჩორა ექიმი
ფრთხილად სინჯავს პაციენტს,
კითხება: _ ოფლს გასხამს,
გაცხელებს თუ გაციებს?
სუფთა არის ბრონქები,
სუფთა არის ფილტვები,

ჭამე ხილი, მწვანილი,
არ გამოფიტები!
თან დედა კრუხს არიგებს:
-წიწილები არიდეთ!
ხმელ ფოთოლზე ბატის ფრთით
წერს წამლების რეცეპტებს:
-მალე გამოკეთდები,
თუკი არ იცერცეტებ!
ბოლოს ბრძანა ექიმმა:
-ნუ გაშინებს თხიპი,
რადგან ქათმის კი არა,
რის მამლის გრიპი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დუნკლი დუნკლიდუნკლი, დუნკლი, დუნკლები, ბატის თეთრი ჭუკები, ჟრიამულით აიკლეს განიერი შუკები. როგორც ჯარისკაცები, მწკრივ...კონკი-ჟღარუნატურა, კონკი-ჟღარუნა, წითურა და ჟღალუნა, მთელ სატურეთს არცხვენს, არც პირს იბანს, არც ხელს! მუდამ დაუვარცხნ...ყოყოჩა მამალიიკვეხნიდა მამლაყინწა: -მე ვაღვიძებ ცას და მიწას, მე ვათენებ, იცით, ღამეს, მაგრამ ახლა იმას ვცდილობ, ცამ დ...მელა და სუპერმარკეტი-ამ ბოლო დროს საქათმეს რად არ სტუმრობ, მელა? იქნებ, ვიდეო-თვალმა საქმე გაგიძნელა? – საქათმეში რა მინდა, უ...თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026