kids.ge logo

ჩემი ცელქი ფისო

ფავორიტებში დამატება

ჩემს პატარა ფისოსა,
ვერვინ სჯობნის ჭამაში;
ჭამით როცა გაძღება,
ჩემთან უყვარს თამაში.

ფისო, ისე ცელქია,
მაგიდაზეც კი ხტება;
და მის გამო ხან ჭიქა,
ხან კი, თეფში გვიტყდება.

,,რა უზრდელი ფისოა",-
,,მართლაც, უსინდისოა",-
ჯავრდება ბებიკო,
ჯავრდება დედიკო.

მე კი, მებრალება და
ვეფერები თავზედა,
მკერდში თბილად ვიხუტებ,
ის, თავს მადებს მკლავზედა;

თვალებს ხუჭავს, იძინებს,
ძილში ხედავს სიზმარსო.
ხომ ცელქია ფისუნა,
მაინც ძაან მიყვარსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვირადგან მე ვარ დათვი, ჩემებურად დავთვლი, თათი კიდევ თათი, ჯამში არის ათი. თქვენი იყოს ტორტი, კრუასანი, ვაფ...ას ორი წლის კუს ოცნებარაც ისწავლა, კარგად ახსოვს, ას ორი წლის კუს. მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში სიარული სურს. - რატომ უნდა ჩამოვრ...ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...ნუციკო- ბებოს ქოლგით დავდივარ, არ გეგონოთ პატარა. წვიმა ვერ დამასველებს, მზე ვერ დამწვავს თაკარა. - სულ შენს ბე...კატოჭყუპ, ჭყუპ! დედამ მაბანავა, თბილ ლოგინში ჩამაწვინა. მაძინებდა, მაგრამ დაღლილს ჩემზე ადრე ჩაეძინა. დედას ფ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026