kids.ge logo

მამლის გრიპი

ფავორიტებში დამატება

წარამარა ისმის ცხინკი,
შეყარა მამალს გრიპი,
შიშარს და ფიცხელს
წია სიცხემ.
გაწითლდა ღაწვები,
გალურჯდა ბიბილო,
წუხს მამალი: _ ამ გრიპით
როგორ უნდა ვიყივლო?

ვის სმენია მამლის თხიპი,
რა ყოფილა თურმე გრიპი!
კრიხობენ დედლები,
მამალს ამედებენ,
გამოცდილი, ნაჯაფი
კრუხი ხარშავს ჯანჯაფილს.
ვარიბი ადებენ
შუბლზე ძმრიან საფენებს,
მამლის დაყივლებლად
დილას რა გათენებს?

არ სწვევია აქამდე
განსაცდელი საქათმეთს,
დაძახეს სასწრაფოს,
ამ საქმეში გაწაფულს.
მოფრთხიალდნენ მედდები,
თეთრხალათა დედლები,
თავქოჩორა ექიმი
ფრთხილად სინჯავს პაციენტს,
კითხება: _ ოფლს გასხამს,
გაცხელებს თუ გაციებს?
სუფთა არის ბრონქები,
სუფთა არის ფილტვები,

ჭამე ხილი, მწვანილი,
არ გამოფიტები!
თან დედა კრუხს არიგებს:
-წიწილები არიდეთ!
ხმელ ფოთოლზე ბატის ფრთით
წერს წამლების რეცეპტებს:
-მალე გამოკეთდები,
თუკი არ იცერცეტებ!
ბოლოს ბრძანა ექიმმა:
-ნუ გაშინებს თხიპი,
რადგან ქათმის კი არა,
რის მამლის გრიპი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეჰეჰე და ბეჰებეჰემოთი ბეჰე და ბეჰემოთი ბეჰეჰე, ლაფში ამოსვრილები უფიცხებენ მზეს ფეხებს. აბაზანებს იღებენ, აქვთ ტალახის...ინდაური ფხორაინდაური ფხორა, მიწას ფრთებით ფხორავს, ცეკვავს გამეტებით _ააყენა მტვერი! მარჯვედ უვლის დავლურს, _დახეთ, ამ...მეცამეტე გოჭიდაიბადნენ გოჭები, ლოტოს მრგვალი კოჭები და დინგების ცეცებით დედის ძუძუს ეძებენ. დედა ღორი ღრუტუნებს: -დაიც...უცნაური მეეზოვედაქრის ქარი ყვედრებით: – ეზოს გიგვით უფასოდ, მე წამით არ ვჩერდები, თქვენ კი დგახართ უსაქმოდ! – მეეზოვე ას...* * *ანანია, მანანია, შენი გული ალალია, ალთას წახვალ, ბალთას გნახავ, ცხრა ზღვას და მთას გადავლახავ. არულო და მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026