kids.ge logo

ცუგა და ფისო

ფავორიტებში დამატება
როგორც წინათ, ჩვენი ცუგა
ბევრს არაფერს ითხოვს,
კუდის ქნევით ეხვეწება
ხეზე ასულ ფისოს:

- ჩემო ფისოვ, ჩემო კარგო,
რად დამცქერი ხიდან?!
ძირს ჩამოდი, ყურში ჩუმად
რაღაც უნდა გითხრა.

მაგრამ ცუგას ჩვენი ფისო
იცნობს, კარგად იცნობს.
ჰოდა, ღიმილს ვერ იკავებს,
ცინება ფისოს:

- არა, ცუგავ, ძირს ჩამოსვლას
მე ვერაფრით შევძლებ.
თუ საქმე გაქვს, იქნებ თავად
მობრძანდე ხეზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026