kids.ge logo

ლოქო

ფავორიტებში დამატება

მალება ქვებში ლოქო,
ურჩევნია ქვები ოქროს,
ლოქო თავის ქვების დარბაზს
როდი ადებს კლიტე-ბოქლომს.
მიტომაც ღორჯობი
დაცურავენ ჯგრო-ჯგროებად
და საერთო წყლის სისტემით
სარგებლობენ ლიფსიტები.
ქვებში ნახავთ კიბორჩხალებს,
ლესავენ კიბერ-ბრჭყალებს;
ხოლო როცა რვაფეხები
მოძრაბას აფერხებენ,
ზუთხები და ქორჭილები
რიგს იცავენ მორჩილებით.
შორს რომ ჩანან, მურწებია,
ჩუმად მიძურწებიან.
მალება ლოქო ქვებში,
რას დააკლებს წვიმის თქეში
და უფრო რომ იყოს მშვიდად,
წაფარებს შლამს და ქვიშას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...ტრაბახა ქვაბიტრაბახობდა ქვაბი თუჯის: -ვის აქვს ჩემნაირი რუჯი? მურითა ვარ გათხუპნილი, ტანს ვიხატავ ცეცხლის ფუნჯით. ეცინ...ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...მუხლუხოუკისრო და უმუხლო, ხეზე ცხოვრობს მუხლუხო. არ სჭირდება ქოხი, ჰყოფნის ფოთლის ნოხი. ფაციფუცობს, წამწუმ არ წყვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026