kids.ge logo

წიწილა

ფავორიტებში დამატება
ქორმა წიწილა წაღო,
ძახდა "წიავ-წიავსა!"
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა...
ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა და ბარია:
რაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.
ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია...
მოქსლოდენ მოკეთები:
კრუხნი, მამლები, ვარია, -
ნათესაბა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების,
დიდი გლოვა და ზარია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026