kids.ge logo

მათე და თხა

ფავორიტებში დამატება

თხა-პეტელა, თხა-ბენტერა
მათეს ეზოს დაემტერა.
წაიგრძელა ყრონტი,
არ დატოვა ყლორტი.
რაც კი ჩანდა მწვანედ,
ჭამა ტკბილი, მწარე.
რა გაუძლებს წამ-წუმ
მის პეტელს და ცმაცუნს.
ჰოდა, დარდობს მათე,
ღამეს ფიქრში ათევს,
დარაჯოს ეზოს,
თუ სხვისი თხა მწყემსოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...ლოკოკინა კოკინალოკოკინა კოკინამ, სახე გადალოკილმა, რქები, წყვილი ანტენა, დილის შუქზე დატენა. უნდა სათადარიგოდ, ღამით გზა...დაკარგული ჭუჭულიდაეკარგა იხვს ჭუჭული, ბაფთიანი, გაპრანჭული. ეძებს იხვი თავის ჭუჭულს, აღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს: – სად წავ...ჭიჭყინაროცა ჰკითხეს სახელი, ერთმა თევზმა იწყინა: -ხმას არასდროს არ ვიღებ, რად დამარქვეს ჭიჭყინა....ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026