kids.ge logo

ყოყოჩა მამალი

ფავორიტებში დამატება

იკვეხნიდა მამლაყინწა:
-მე ვაღვიძებ ცას და მიწას,
მე ვათენებ, იცით, ღამეს,
მაგრამ ახლა იმას ვცდილობ,
ცამ და მიწამ, მთამ და ბარმა
ჩემს ყივილზე დაძინოს!

ტრაბახობდა მამლაყინწა,
საღამომდე იყო ყინჩად,
მაგრამ როცა ბინდი დადგა,
ყოყოჩობა სადღაც გაქრა.
ჰოდა, თავი მამლაყინწას
რომ ეგონა მართლა გმირი,
დაყივლებაც ვერ მოასწრო,
ჩაძინა ქათამივით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...მოდელი წეროგრძელფეხება წეროს მოდელობა უნდა, თავზე ადევს წიგნი, როგორც თივის ბურდა. და სიარულს სწავლობს: ერთი! ორი! ს...ამაყი კუარ ადარდებს კუს, კუსას, ვინ რას იტყვის ზურგს უკან; ვინ დასცინის, ვის აფრთხობს მისი კაბა-ბაკანი, ის ხომ დი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026