kids.ge logo

იავნანა

ფავორიტებში დამატება

მზე ჩასულა, დაღამდაო,
თვალში ძილი ჩამდგარაო,
ჩემს ანგელოზს ეძინება,
ნანა შვილო, ნანინაო.

ვარსკვლავივით თვალციმციმა,
დედას გულში უყვარხარო,
დაძინე თვალხატულა,
ნანა, შვილო, ნანინაო.

სიზმრად შენი ანგელოზი
გადაგირწევს აკვნსაო,
მზის ამოსვლას შეგახვედრებს,
ნანა შვილო, ნანინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიყვარს ჩემი მამადამიჯერეთ ყველამ, არ ვარ მეტიჩარა, დედას გეფიცებით, მიყვარს ჩემი მამა! დედა ყველას უყვარს, მეც არ მიყვარს...არ შეგვეშნდეს დიდი დაღმართისლოცვის იმედით გულანთებულნი იმედს არ ვკარგავთ, ძაძები გვეყო! მუხლდაჩოქილი უფლის ხატის წინ ჩემთვის ვჩურჩულე...თბილისურიმთაწმინდისკენ გავუყევი ბილიკებს, გამახსენდი, შენი ნახვა მომინდა, სიყვარულით შევსვი ტკბილი ზედაშე, მეტეხს ...შენი ფესვების წყაროდ მაქციეშენი ფესვების წყაროდ მაქციე, შენი ზედაშის მასხურე წვეთი, შენი გმირების დედად მიწამე, ჩემთვის შენა ხარ ღვთ...იასულ პაწაწინა, თანაც ნაზი, მინდორ-ველზე მოსულა, თავს იწონებს ყვითელ გულით, ლურჯი კაბით მორთულა. სურნელი აქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026