kids.ge logo

თბილისური

ფავორიტებში დამატება

მთაწმინდისკენ გავუყევი ბილიკებს,
გამახსენდი, შენი ნახვა მომინდა,
სიყვარულით შევსვი ტკბილი ზედაშე,
მეტეხს გულით ვესალბუნე გრძნობითა!

მენატრება მტკვარზე ტივის ჭრილი,
ყარაჩოხლის შევსებული ჭაშნიკი,
ფიროსმანის დროინდელი დუქანი,
კინტობის ოკრობოკრო არშიყი!

კაფე შანტანს მივაშურებ ღიღინით,
თვალს ჩავუკრავ ორთაჭალის ლამაზმანს,
ტრფობით გული ავსილი მაქვს იმედით,
თხოვთ, ნუ დამსჯით სიყვარულის ავაზაკს!

სატრფილოს ფერით ვავსებ ფილას,
სადღეგრძელოს ვამბობ თქვენი ფერებით,
დაგიამდეთ ქვეყნად სევდა, ირა,
გეხუტებით ყველას გაშლილ ხელებით!

მაშ, მოდით და დაკარით ბიჭებო,
სიყვარული მინდა თქვენი ვიგემო,
სალაღობოს ალავერდით გადმოვალ,
მინდა, თქვენი სიყვარულით ვიმღერო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძილისგუდა ლაშადილით ადრე გაღვიძება დაეზარა ლაშას, ის დროა, რომ მიდიოდეს სკოლისაკენ ჩქარა. დედა ისევ ეხვეწება, -ადე, ძილ...დაუვიწყარი დეკემბერიშემოდგომამ ბევრი სითბო დამიტოვა, სიხარულით ამავსო და ჩამიხუტა, ახლა მიდის, ელოდება თავის დაქალს, სადაცაა ...შემოდგომახილი დატკბა და დამწიფდა, მოკრიფეს დააბინავეს, ზოგი დაჭრეს და დაჩირეს, ჰაერზე გაანიავეს. ზოგით მურაბა მოხა...იასულ პაწაწინა, თანაც ნაზი, მინდორ-ველზე მოსულა, თავს იწონებს ყვითელ გულით, ლურჯი კაბით მორთულა. სურნელი აქ...მაშ ავენთოთ სანთელივითგანა მართლა დაიკარგა ის ღვთიური სული? ქართველს ვერვინ მოერევა რომც უგინონ რჯული! სიყვარულის ამ ზვირთებში ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026