kids.ge logo

იავნანა

ფავორიტებში დამატება

მზე ჩასულა, დაღამდაო,
თვალში ძილი ჩამდგარაო,
ჩემს ანგელოზს ეძინება,
ნანა შვილო, ნანინაო.

ვარსკვლავივით თვალციმციმა,
დედას გულში უყვარხარო,
დაძინე თვალხატულა,
ნანა, შვილო, ნანინაო.

სიზმრად შენი ანგელოზი
გადაგირწევს აკვნსაო,
მზის ამოსვლას შეგახვედრებს,
ნანა შვილო, ნანინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხვალის იმედზე ფიქრითხვალის იმედზე ფიქრით გთხოვ ჩამაძინე უფალო, გაღვიძებულმა ქართველ ერს აისის ფერით ვუქარგო სიყვარული და რწმე...ენძელათოვლის საბანს რომ წაართვა თავი, გახალისდა ენძელა, -რა კარგია გაზაფხული! შემოსძახა სიმღერა....ხელგაშლილი უფალს შევთხოვყვავილებით მორთულ მდელოს ცვარ-ნამებით გავაცოცხლებ, მზის სხივების სარეცელზე ლექსებს დავწერ და ვილოცებ! ხელ...ძილისგუდა ლაშადილით ადრე გაღვიძება დაეზარა ლაშას, ის დროა, რომ მიდიოდეს სკოლისაკენ ჩქარა. დედა ისევ ეხვეწება, -ადე, ძილ...ქეთო და ლექსოდილით, ადრე, ქეთომ დაუძახა ლექსოს, -გამომყევი მალე, ერთად გავყვეთ მზესო! მზემ ჩაუკრა თვალი, პატარების ეზო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026