kids.ge logo

დედის თვე

ფავორიტებში დამატება

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
ით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
თას, ათას სიხარულს.

მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.

სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანნა მარიაზოგი ანნას მეძახის, ზოგი კიდევ - მარიას... რა ვქნა, რით ვერ ისწავლეს, მქვია ანნა მარია! მალე ექვსის გავხდ...უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...მტრედიბაბუმ მტრედი მოიყვანა თეთრი, წითელფეხება, მერე მისთვის სარდაფში გალიაც კი ეძება. თათიამ და სალომემ უმალ ხ...ღამის სიმფონიამთვარემ გუნდი ვარსკვლავების საქანელად აქცია, ღამურამ კი მთელი ღამე აკვანივით არწია. ჩემი ციცინათელები მომ...ჩემი ქალაქიისეთი ლამაზი ქალაქია, ცვარიც კი ვარსკვლავად ბრწყინდება. სავსეა ღიმილით, სიყვარულით, სიმღერაც არავის სწყინ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026