kids.ge logo

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ

(ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს)

ფავორიტებში დამატება

მე დაბრუნებას თითებზე ვითვლი
და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ,
ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ,
შენოდ მხოლოდ მარტოსულს ვგავარ!

მე უბით დამაქვს მიწა ქართული,
გამონასკვული, ნაქარგი ქისით,
შენობა რომ გულს სევდით მივსებს,
შევნატრი ჩემს ქოხს დახურულს ისლით!

ვნანობ, რომ წაველ და მიგატოვე,
თითქოს დავკარგე ძალა და რწმენა,
ჯობდა ღარიბი ვყოფილიყავი,
არ შემიპყრობდა უკვალო სევდა!

ვნატრობ წინაპრის ვაზებში ჩაწნულ,
ქარვისფერ მტევნის მარცვლების ციალს,
ქვევრში ჩაწურულ რქაწითელ ღვინის,
ზედაშეს წვეთით მორჩენილ ფიას!

ვნატრობ ფიჩხებით დანთებულ თონის
დედას პურების მოტეხილ ყუას,
თუხთუხებულ თათარას გემოს,
ტაბლაზე დადგმულ წყლით სავსე სურას!

ქართული მთების მიწის წიაღში,
წყაროს წყალს ვნატრობ პეშვით დავლიო,
ჩემი სამშობლოს საკურთხეველში,
ღმერთს ვთხოვ საკმევლის სუნით მაკმიოს!

მიტოვებული კერია მტანჯავს,
ჩემს გულის უფალს ვერა, ვერ ვატკბობ,
სამშობლო ჩემო გთხოვ, მაპატიო,
დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა გაახარესსკოლიდან რომ დაბრუნდნენ დემეტრე და ლელა, გადაწყვიტეს არეული სახლის დალაგება. იატაკი დაგავეს, ხალიჩაც გადა...მასწავლებელსცოდნის სინათლის მატარებელო, უფლმა მოგცეთ დიდი დიდი გაძლება, რადგან თქვენა ხარ მათი მოძღვარი, ვინც ამ ქვეყ...მე, ყველა დედა, მინდა დაავლოცოთვალწინ გაირბენს ჩემი ბავშვობა, როგორ მირწევდი სიმღერით აკვანს, სხვა სითბო ჰქონდა იმ სიტყვას „შვილო“, სხვ...ხოხობი და მელიაბუჩქის ძირში ხოხობი, ხორბალს ისე კენკევდა, ვერ გაიგო მელია, როგორ წამოეპარა. ის, ის იყო გრძელკუდამ მშიერმ...მათემატიკა თუ იციამ ცხოვრების ავან-ჩავანს ვერ გაიგებ მარტივად, თუ არ იცი ანგარიშის კარგი არითმეტიკა. ყველაფერი რით იწყება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026