kids.ge logo

საქართველოს ღირსი

ფავორიტებში დამატება
დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დედის უბეკალთიდან
აფრენილი ნისლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დავითი და ერეკლე
და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

მეფეთ მეფე თამარი
და ზარები ცისკრის,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

კრწანისთან და შამქორთან
დანთხელი სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

თას ერთი ტკივილი,
მოწოლილი დარდი
საკუთარი ხელებით
დაგებული ფანდი,

ვიდრე მკერდში გული
და ძარღვებში სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...საყვარელო მამულო!საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ; გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა. შენს გაზაფხულს ვუმღერი...მკითხავი ქალიმკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი, ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი. ჩემს მორჩილებას, დაუფლე...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026